| |

გთავაზობთ ავტომობილების შესყიდვას და სერვისს იაპონიის აუქციონებიდან!!!
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე +81-3-3518-2853 (რუსულად ან ინგლისურად)
ან მოგვწერეთ info@trustrade.jp. (რუსულად ან ინგლისურად)
|
|
| |
1. უპირატესობები
1) პირდაპირი მოწოდება იაპონიიდან
ყველა ავტომობილის შესყიდვა ხდება უშუალოდ იაპონური აუქციონებიდან. ავტომობილები იგზავნება კონტეინერებით, იოკოჰამასა და კობეს პორტებიდან ფოთის პორტში.
|
2) შესაძლებლობა, რომ გააკეთოთ არჩევანი 150 000 ავტომობილიდან, კვირაში
თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად აირჩიოთ სასურველი ავტომობილი (მოდელი, ფერი, მდგომარეობა) სპეციალიზებული იაპონური საიტიდან
|
3) აუქციონის ფურცელი
ყველა ავტომობილს ახლავს აუქციონის ფურცელი ავტომობილის მდგომარეობის აღწერით. ასეთ ფურცელს ადგენს პროფესიონალი შემფასებელი. აუქციონის ფურცელი – ეს არის აუქციონის ოფიციალური დოკუმენტი გასაყიდი ავტომობილის მდგომარეობის შესახებ. თქვენთვის გამოსაგზავნი ავტომობილის მდგომარეობა შეგიძლიათ შეიტყოთ მის შეძენამდე.
|
|
|
|
|
| |
2. რა არის აუქციონი?
- იაპონიაში, ექსპლუატაციაში მყოფი ყველა ავტომობილი იყიდება აუქციონების მეშვეობით (დაახლოებით 6 მილიონი ავტომობილი წელიწადში). მათ შორის, 1 მილიონი ავტომობილი გადის საექსპორტოდ, სხვადასხვა ქვეყნებში.
- აუქციონების მუშაობა კომპიუტერიზებულია, ამიტომ, სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით, იმის მიუხედავად, იაპონიაში იმყოფებით თუ არა. ჩვენს კომპანიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პრაქტიკულად ყველა აუქციონში.
- აუქციონებზე გასაყიდად გამოიტანება სხვადასხვაგვარი ავტომობილები: მანქანები, რომელთა მდგომარეობა პრაქტიკულად არ განსხვავდება ახალი მანქანების მდგომარეობისაგან; მანქანები, რომლებსაც აქვთ ბევრი ნაკაწრი ან სხვა დაზიანებები; ავარიაში მოხვედრილი მანქანები. აუქციონებზე მუშაობენ პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც ვაჭრობის დაწყებამდე ახდენენ ავტომობილების დათვალიერებას და ადგენენ სააუქციონო ფურცელს, რომელშიც უთითებენ ავტომობილის მდგომარეობას. მყიდველები ავტომობილებზე ფსონებს აკეთებენ სააუქციონო ფურცელში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე.
|
|
|
|
| |
3. რა არის სააუქციონო ფურცელი?
|
- აუქციონი დაწყებამდე, პროფესიონალი შემმოწმებელი ათვალიერებს თითოეულ ავტომობილს. მოწმდება ავტომობილის ისტორია (რემონტი, დეტალების შეცვლა), კორპუსი (ნაკაწრები, შენაჭყლეტები), სალონი (სავარძლების, შალითების, ჭერის დაბინძურება), კომპლექტაცია (ალუმინის დისკები, ტყავის სავარძლები, აუდიომაგნიტოფონი), გარბენი (შეცვლილია თუ არა ოდომეტრის ჩვენება)
- ექსპლუატაციაში მყოფი ავტომობილები, რომლებსაც არ აქვთ სააუქციონო ფურცელი, იაპონიაში მიიჩნევა გაურკვეველი წარსულის მქონე ავტომობილებად, რადგან არსებობს ალბათობა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე სერიოზული ნაკლი, მაგალითად: ავარია, რემონტი, დეტალების გამოცვლა, ოდომეტრის ჩვენების შეცვლა.
|
|
|
| |
4. ღირებულება
ქვემოთ მოცემულია ღირებულების გაანგარიშება კერძო პირისათვის, როდესაც იგი ყიდულობს ავტომობილს 150 000 იენად:
ავტომობილის ღირებულება: JPY 150,000
სამომხმარებლო გადასახადი: JPY 0
ყველა ხარჯი იაპონიაში: JPY 100,000
(აქ შედის სააუქციონო მოსაკრებელი, სატრანსპორტო ხარჯები, კონტეინერში დატვირთივის ხარჯები, საექსპორტო ხარჯები, კომისია ჩვენი კომპანიის მიერ)
ფრახტის ღირებულება ფოთის პორტამდე: USD905(USD3,620/კონტეინერი/4 ავტომობილზე)
__________________________________________________
ყველა ხარჯი ფოთის პორტამდე, ავტომობილის ღირებულების გათვალისწინებით: JPY 250,000 (დაახლოებით USD2,770) + USD 905
| დილერებს, რომელთა მიერ შესყიდვების მოცულობა იქნება 1-ზე მეტი კონტეინერი (4 ავტომობილი) თვეში, ჩვენ ვთავაზობთ ცალკე გეგმას. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტით |
|
|
|
|
| |
5. ჩვენი კომპანიის შესახებ
|
| დასახელება |
EBISTRADE, INC. |
| დაფუძნების თარიღი |
март, 2000 |
| მისამართი |
2-2-22 Kanda-Nishiki-cho, Chiyoda-ku, Tokyo 101-0054 Japan |
| აქციონერები |
Mitsuiwa Corporation
The Bank of Tokyo-Mitsubishi UFJ, Ltd.
Nipponkoa Insurance Company,Ltd.
Orient Corporation |
| საწესდებო კაპიტალი |
447,350,000yen (приблизительно 5 000 000 долл.) |
| გაყიდვების მოცულობა |
8,366,000,000yen ( приблизительно 85 000 000 долл.) |
| ვებ გვერდი (იაპონურად) |
|
| ვებ გვერდი (რუსულად) |
|
|
კოორდინატები კავშირისათვის:
Anna Orlova (Skype : anna_trustrade)
Kazuko Aritake (Skype : k.aritake)
Yasuo Yamada (Skype: yasuo.yamada)
Tel: +81-3-3518-2853
Fax: +81-3-6368-6842
Mail: info@trustrade.jp
ქართულ ენაზე ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 877 72 24 24. ან მოგვმართეთ პეკინის 25.
|
|
| |
Copyright © ebistrade. All Rights Reserved. |
|